შიპინგის შესახებ

ტრანსპორტირების არეალი

ონლაინ შეძენილი პროდუქტის მიტანა ხდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სოფლების ჩათვლით. მიტანის სერვისს ახორციელებს კომპნია საქართველოს ფოსტა.

ტრანსპორტირების ფასი

ამ ეტაპზე, აქციის ფარგლებში, 200 ლარის და ან მეტი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში მიტანა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უფასოა!

ტრანსპორტირების ვადა დამოკიდებულია მომხმარებლის მისამართზე და შეკვეთის გაკეთების დროზე.

თბილისი

13:00 საათამდე გაკეთებული შეკვეთები თბილისში ჩაბარდება შემდეგ სამუშაო დღეს. შეკვეთის ჩაბარება ხდება, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10:00 საათიდან 19:00 საათამდე. შაბათობით თბილისში პროდუქცია არ ბარდება. შაბათობით, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ თქვენთითონვე გამოიტანოთ თქვენი შენაძენი ჩვენი მაღაზიებიდან. მაგალითად:

  • სამშაბათს 13:00 საათამდე შეძენილი პროდუქცია მოგივათ ოთხშაბათს.
  • პარასკვეს 13:00 საათამდე შეძენილი პროდუქცია მოგივათ ორშაბათს, რადგან გზავნილები თბილისში არ ბარდება შაბათ-კვირას.

რეგიონები

რეგიონებში, მისამართიდან და შეკვეთის გაკეთების დროიდან გამომდინარე, პროდუქტის მოტანას შეიძლება დაჭირდეს 2 დღე*. შეკვეთის ჩაბარება ხდება, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.

გზავნილისთვის თვალის მიდევნება

SLS.ge-ზე შესყიდვის განხორციელების შემდგომ, მას შემდეგ რაც ჩვენ მივაწოდებთ სატრანსპორტო კომპანიას თქვენს შენაძენს, თქვენ პროფილში მითეთებულ ელ-ფოსტის მისამართზე მოგივათ იმეილი გზავნილის ნომრით. ამ ნომრით თქვენ საქართველოს ფოსტის - ს საიტზე შეძლებთ თქვენი გზავნილის სტატუსის შემოწმებას. ამ ნომრითვე შეგიძლიათ გაარკვიოთ თქვენი გზავნილის სტატუსი საქართველოს ფოსტის ცხელ ხაზზე დარეკვით.

პროდუქტის დაკარგვის ან დაზიანების რისკი

SLS.ge ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციის შეძენისას თქვენ ირჩევთ გადამზიდავ კომპანიას, რომელიც ახდენს თქვენი შეკვეთის ტრანსპორტირებას მითითებულ მისამართზე, SLS.ge-ს პასუხისმგებლობა მთავრდება პროდუქციის სატრანსპორტო კომპანიაზე გადაცემისას და ეს პასუხისმგებლობა გადადის გადამზიდავ კომპანიაზე.