წესები და პირობები

მოგესალმებით კომპანია „SLS“-ის ვებ გვერდზე. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე შეთანხმების პირობებს. ვებ-გვერზე www.sls.ge - ს ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ჩვენი მომსახურების პირობებზე. ვებ-გვერდის პოლიტიკა ბოლოს განახლდა 01.09.2020-ში.

ჩვენი ბიზნესი და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მუდმივად იცვლება, ამიტომ ამ სამომხმარებლო შეთანხმებაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები, რის შესახებაც ჩვენ შევეცდებით მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მომხმარებლებს, თუმცა ეს ჩვენი ვალდებულება არ არის, ამიტომ გთხოვთ პერიოდულად შეამოწმოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მოხმარების წესები. ონლაინ შესყიდვის დროს უახლოესი ვერსიის გაცნობა თქვენი პასუხისმგებლობაა. შეთანხმების თავში მოცემული იქნება შეთანხმების ბოლო განახლების თარიღი.

ყველა ქვემოთხსენებული პირობა არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობას.

ჩვენი მომსახურება

SLS.ge არის ონლაინ მაღაზია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ამავე ვებ გვერდის www.SLS.ge საშუალებით შეიძინოს წარმოდგენილი პროდუქცია და მიიღოს მომსახურება. SLS.ge-ის ონლაინ მაღაზიასთან ერთად ფუნქციონირებს რეალური მაღაზიები, სადაც მომხმარებელს ადგილზე შეუძლია შეიძინოს SLS.ge-ის ონლაინ საწყობში არსებული პროდუქცია.

აქედან გამომდინარე ვაჭრობა მიმდინარეობს კონკურენტულ გარემოში. თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი, რომელიც თქვენს სამომხმარებლო კალათში აღმოჩნდება, შესყიდვის ოპერაციის განხორციელებამდე არ  იქნება დაზღვეული იმ რისკისგან, რომ  ვებ გვერდზე  სხვა დარეგისტრირებული ან/და მაღაზიაში ადგილზე მისული მომხმარებელი არ დაგასწრებთ და არ შეიძენს ამავე ნივთს  SLS.ge-იდან, ამიტომ გირჩევთ დროულად განახორციელოთ შესყიდვის ოპერაცია.

SLS.ge  არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენ, როგორც ვებ გვერდის მომხმარებელმა, ვერ შეიძინეთ სასურველი პროდუქტი მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი თქვენი შეძენის მომენტამდე,  გადახდის ოპერაციის განხორციელებამდე იხილეთ  SLS.ge-ის ვებ გვერდზე ან დაარეზერვეთ ის თქვენს ელექტრონულ ჩანთაში.

იმ შემთხვევაში, თუ სისტემამ უარი გითხრათ ტრანზაქციის განხორციელებაზე და მოგაწოდათ ინფორმაცია თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტის არ არსებობასთან დაკავშირებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ მიიღოთ ეს ინფორმაცია არსებული შეთანხმების შესაბამისად. 

თქვენი ანგარიში და პროფილი

SLS.ge-ის ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის.

თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. თუ სხვა თქვენს მიერ არაუფლებამოსილი პირი შევა ჩვენს ვებ-გვერდზე და ისარგებლებს მომსახურებით იმ  SLS.ge-ის ანგარიშის მეშვეობით, რომელიც შექმნილია თქვენს სახელზე, ჩვენ დავეყრდნობით ამ  SLS.ge-ის ანგარიშს და ვივარაუდებთ, რომ ვებ-გვერდზე შეხვედით თქვენ.

მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე ნებისმიერი და ყველა შესვლისათვის ან მომსახურებით სარგებლობისათვის, რომელიც განხორციელდება სხვა პირთა მიერ თქვენი  SLS.ge-სანგარიშის გამოყენებით.

უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ, დაუყოვნებლოვ შეგვატყობინოთ, თუ გაიგებთ, რომ თქვენი SLS.ge-ის ანგარიშის გამოყენება ხორციელდება თქვენი ნებართვის გარეშე.

ანგარიშსწორება

ხელმისაწვდომი გადახდის საშუალებები

SLS.ge-ზე ანგარიშსწორება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa და Mastercard ბარათის მეშვეობით. Amex ბარათები ამ ეტაპზე არ მიიღება.

როდის შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქცია  ონლაინ მაღაზიაში

საიტიდან პროდუქციის გამოწერა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, მათ შორის დღესასწაულებზე*, 24 საათის განმავლობაში. 

როგორ შეიძინოთ პროდუქცია ჩვენს  ონლაინ მაღაზიაში

საიტიდან პროდუქტის საყიდლად საჭიროა მიუთითოთ თქვენი პირადი მონაცემები და მისამართი ჩვენს საიტზე. ბარათის გადახდის შემთხვევაში მონაცემები უნდა შეიყვანოთ ბანკის გვერდზე რომელზეც გადახვალთ ონლაინ ჩანთიდან.

 ტრანსპორტირება

ტრანსპორტირების არეალი

ონლაინ შეძენილი პროდუქტის მიტანა ხდება  საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, სოფლების ჩათვლით. მიტანის სერვისს ახორციელებს კომპნია  საქართველოს ფოსტა.

ტრანსპორტირების  ფასი

ამ ეტაპზე, აქციის ფარგლებში, 200 ლარის და ან მეტი პროდუქტის  შეძენის შემთხვევაში მიტანა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  უფასოა!

200 ლარამდე შენაძენის შემთხვევაში თბილისის მაშტაბით მიტანის საფასური 6 ლარია ხოლო რეგიონებში 7 ლარი

ტრანსპორტირების ვადა  დამოკიდებულია მომხმარებლის მისამართზე და შეკვეთის გაკეთების დროზე.

თბილისი

13:00 საათამდე  გაკეთებული შეკვეთები  თბილისში  ჩაბარდება შემდეგ სამუშაო დღეს. შეკვეთის ჩაბარება ხდება, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10:00 საათიდან 19:00 საათამდე. შაბათობით თბილისში პროდუქცია არ ბარდება. შაბათობით,თქვენი სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ თქვენ თვითონ გამოიტანოთ  თქვენი შენაძენი ჩვენი მაღაზიებიდან. მაგალითად:

  • სამშაბათს 13:00 საათამდე შეძენილი პროდუქცია მოგივათ ოთხშაბათს.
  • პარასკვეს 13:00 საათამდე შეძენილი პროდუქცია მოგივათ ორშაბათს, რადგან გზავნილები თბილისში არ ბარდება შაბათ-კვირას.

რეგიონები

რეგიონებში, მისამართიდან და შეკვეთის გაკეთების დროიდან გამომდინარე, პროდუქტის მოტანას შეიძლება დაჭირდეს 2 დღე*. შეკვეთის ჩაბარება ხდება, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.

გზავნილისთვის თვალის მიდევნება

SLS.ge-ზე შესყიდვის განხორციელების შემდგომ, მას შემდეგ რაც ჩვენ მივაწოდებთ სატრანსპორტო კომპანიას თქვენს შენაძენს, თქვენ პროფილში მითეთებულ ელ-ფოსტის მისამართზე მოგივათ იმეილი გზავნილის ნომრით. ამ ნომრით თქვენ  საქართველოს ფოსტის  საიტზე  შეძლებთ თქვენი გზავნილის სტატუსის შემოწმებას. ამ ნომრითვე შეგიძლიათ გაარკვიოთ  თქვენი გზავნილის სტატუსი საქართველოს ფოსტის ცხელ ხაზზე დარეკვით. 

პროდუქტის დაკარგვის ან დაზიანების რისკი

SLS.ge ონლაინ მაღაზიით პროდუქციის შეძენისას თქვენ ირჩევთ გადამზიდავ კომპანიას, რომელიც ახდენს თქვენი შეკვეთის ტრანსპორტირებას მითითებულ მისამართზე, SLS.ge-ს პასუხისმგებლობა მთავრდება პროდუქციის სატრანსპორტო კომპანიაზე გადაცემისას და ეს პასუხისმგებლობა გადადის გადამზიდავ კომპანიაზე.